ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.119.016524
12
14/06/2024
ვებგვერდი, 17/06/2024
010250000.35.119.016524
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2024 წლის 14 ივნისი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გ“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე



დანართი

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, მიმართულებებს და აძლევს მერს რეკომენდაციებს კონკრეტული სექტორებისა თუ მიმართულებების განვითარებისთვის მიმართული აქტივობებისა და პროექტების დასაგეგმად.   

2. საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.


მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მინიმუმ 10 წევრი. მათ 1/3 -ზე მეტს არ უნდა წარმოადგენდეს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

2. საბჭოს თავმჯდომარეა ხონის მუნიციპალიტეტის მერი.

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის  ხონის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს შემადგენლობაში შედის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ხონის მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს იმ წევრთაგან, რომლებიც საბჭოში  წარმოადგენენ მერიის სამსახურებს.

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც შეიძლება იყოს  ხონის მუნიციპალიტეტის მერიის  ნებისმიერი თანამშრომელი.

7. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.

8. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

9. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 3. საბჭოს ამოცანები
ა) ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ერთიანი მუნიციპალური  პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისა და აქტივობების შემუშავება/განხილვა და მერისათვის რეკომენდაციების მიწოდება;

გ) ხელი შეუწყოს ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სექტორული მიმართულებების იდენტიფიცირებას, ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები, რეკომენდაციები და ა.შ;

დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებისა და მდგრადი/სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოსაზიდად და მეწარმის საჭიროებებზე მორგებული სამეწარმეო გარემოს შესაქმნელად;

ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მიერ შესაქმნელი საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდაზე ორიენტირებული დოკუმენტებისა და პლატფორმების შექმნაში და მათ სათანადო გამოყენებაზე, კერძოდ: ხონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო კატალოგი; ხონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო მზაობის თვითშეფასების კვლევა; ხონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო ვებგვერდი; ხონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროექტების / შეთავაზებების დოკუმენტი და სხვა;

ზ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი სტარტაპერებისა და დამწყები მეწარმეების სათანადო მონაწილეობას, ეროვნული დონის ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებში;

თ) მხარი დაუჭირო მუნიციპალიტეტში ციფრული სამეწარმეო საქმიანობების განვითარებასა და შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადება/გადამზადებას.


მუხლი 4. საბჭოს ფუნქციები და უფლებები
1.  საბჭოს ფუნქციებია:

ა) რეკომენდაციების შემუშავება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესამუშავებლად;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების (მერის წარმომადგენლობები), სამსახურების, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა ადგილობრივ მეწარმეთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით (საკანონმდებლო; სანებართვო; ინფრასტრუქტურული და სხვა);

გ) მუშაობა არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოსაზიდად, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების და პროგრამების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;

დ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად დონორი ორგანიზაციებისათვის და კერძო ინვესტორებისათვის შესათავაზებელი საპროექტო წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;

ე) ხონის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო კატალოგის, საინვესტიციო მზაობის, ვებგვერდისა და საინვესტიციო შეთავაზების დოკუმენტის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისათვის;

ვ) ხონის მუნიციპალიტეტში არსებული სამუშაო ძალის მომზადება გადამზადებისაკენ მიმართული პოლიტიკისა და მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება, რათა გაიზარდოს სამუშაო ძალის კვალიფიკაცია;

ზ) თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან და სექტორულ გაერთიანებებთან/კლასტერებთან, რათა ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება მოხდეს ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში; 

თ) ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, ხონში გარე ბაზრობების და ფესტივალების ორგანიზება, სადაც მოხდება ადგილობრივი ნაწარმისა და ეთნოკულტურული პროდუქციის გაცნობა/პოპულარიზაცია;

ი) ადგილობრივ მეწარმეთა წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა, ანალიზი და წარდგენა ხონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის;

კ) ადგილობრივ მეწარმეთა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება, არსებული გამოწვევების მოგვარების მიმართულებით;

ლ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებასა და მეწარმეობასთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და  ხონის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;

მ) მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებით  ხონის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების (მერის წარმომადგენლობების) ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და  პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) მეწარმეობის განვითარებასთან და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;

ო) მეწარმეობის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით მომზადებული ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების  განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან (მერის წარმომადგენლობებისაგან) და ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-დან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.

3. საბჭოს აქვს უფლება მუნიციპალიტეტის სახელით, საჯარო თუ კერძო სამართლის სუბიექტებისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს მისი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან  გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.

4. საბჭოს უფლება აქვს, შექმნას კონკრეტული სექტორის ჭრილში გაერთიანებული სამუშაო ჯგუფები, დაავალოს მათ აღმასრულებელი სამდივნოს ჩართულობით სპეციფიკური დოკუმენტების, კვლევების, მოსაზრებებისა და განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავება.

5. საბჭოს უფლება აქვს, აღმასრულებელ სამდივნოსთან ერთად განახორციელოს საველე ვიზიტები და გასვლითი სამუშაო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მატერიალური აქტივებისა და პოტენციური საინვესტიციო სივრცეების მონახულების / შესწავლის მიზნით.


მუხლი 5. საბჭოს შექმნა და დაკომპლექტება 
1. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭო იქმნება ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, კონკურსის წესით მისი უფლებამოსილების ვადით.

2. ხონის მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს და ამტკიცებს საბჭოს წევრობის კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და განაცხადის ფორმას.

3. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს დაკომპლექტების წესი:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და ინვესტორთა საბჭოს წევრი შესაძლებელია წარადგინოს საინიციატივო ჯგუფმა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სხვა ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის მერს აქვს უფლებამოსილება მოიწვიოს საბჭოს წევრობის კანდიდატი საკუთარი ინიციატივით;

გ) მეწარმე სუბიექტმა ან/და დაინტერესებულმა/პოტენციურმა ინვესტორმა შესაძლებელია წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე.

4. საბწოს წევრები აირჩევა კონკურსის შემდეგი წესით: ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გვერდზე განთავსდება სარეგისტრაციო ბმული და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეთა და საინვესტიციო საბჭოს დებულება საბჭოს წევრობის მსურველებისთვის. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მერის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია მოახდენს განაცხადებების გადარჩევას და შერჩეულ აპლიკანტებს წარუდგენს მერს დასამტკიცებლად.

5. საბჭოს წევრის შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) აპლიკანტის საქმიანობა;

ბ) აპლიკანტის მოტივაცია.


მუხლი 6. საბჭოს თავმჯდომარე
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;

ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;

გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;

დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;

ე)   თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებას;

ვ) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და აღმასრულებელ მდივანზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.


მუხლი 7. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 8. საბჭოს აღმასრულებელი მდივანი
ა) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. წარადგენს განსახილველ საკითხებს და ახდენს საბჭოს წევრების მიერ მოცემული რეკომენდაციების ასახვას სტრატეგიულ, პროგრამულ და საპროექტო დოკუმენტებში;

ბ) თანამშრომლობს ადგილობრივ ეკონომიკური განვითარებასა და მუნიციპალური ინვესტიციების მოზიდვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საჭიროებისამებრ წარმოადგენს საბჭოს გადაწყვეტილებებს მერისა და მერიის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მათი შემდგომი აღსრულებისა და ასახვისათვის;

გ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო სექტორისგან შექმნილი თემატური ჯგუფების მუშაობაში და წარადგენს საბჭოს წინაშე მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

ე) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 9. საბჭოს მდივანი
ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;

ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;

გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

დ) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;

ე) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.


მუხლი 10. საბჭოს წევრი
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;

ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც  მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;

გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს  მისი ოფიციალური წარმომადგენელი;

დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;

ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ;

დ) საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი:

ა) იგი საბჭოს წარუდგენს პირად განცხადებას;

ბ) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;

გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) გარდაიცვალა.


მუხლი 11. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ  სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ, კერძოდ, თუკი დაგროვდა საბჭოს ერთი შეხვედრის ფარგლებში განსახილველი საკითხების რაოდენობა, მომზადდა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო მიმართულებების განმსაზღვრელი დოკუმენტი/პლატფორმა, რომლის დადასტურებისათვის სასურველი არის მისი განხილვა საბჭოს ფარგლებში. 

2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.