„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016042
1
13/06/2024
ვებგვერდი, 13/06/2024
240140000.41.046.016042
„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №1

2024 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №37 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების“ მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოების დადგენა

შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოების დადგენა ხდება ბაზრის დაკვირვების, სხვადასხვა წყაროდან მოძიებული, ოფიციალურად მიღებული ან სხვა წარმოების/ბაზრის ანალიზის დროს მოპოვებული მასალების საფუძველზე,  მონიტორინგის, მოკვლევის ან სხვა წარმოების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.“.

2. ამოღებულ იქნეს ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტები;

ბ) მე-18 მუხლი;

გ) მე-20 მუხლი;

დ) 21-ე მუხლი;

ე) 22-ე მუხლი;

ვ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე