დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018519 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების”:
1. მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: ,,მუხლი 21. სკოლის მიერ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელება სკოლა უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.”. 2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისი ,,ე1” ქვეპუნქტი: ,,ე1) შეიმუშავებს და ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, პროფესიული მომზადების პროგრამას ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამას, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები