„შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/06/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
21
10/06/2024
ვებგვერდი, 13/06/2024
„შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №21

2024 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №346/04 ბრძანების საფუძველზე:

1. „შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გაიცეს შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორზე“ (ს/ნ: 405482721) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.“.

2. „შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტი                                        ეკატერინე მიქაბაძე