„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016865
132
13/06/2024
ვებგვერდი, 14/06/2024
010250050.35.160.016865
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №132

2024 წლის 13 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში (www. matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016458) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართ №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების უფლებამოსილებებია:

ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის სანებართვო განყოფილებისა და სივრცითი მართვის განყოფილების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ან/და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ანალიზი, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება;

გ) სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, მათ შორის პირველი კლასით გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება;

ე) ქალაქის არქიტექტურულ-ესთეტიკური პარამეტრების, სტრატეგიული განვითარების გეგმების და სხვა სტრატეგიული გეგმების შემუშავების მიზნით შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და სამართლებრივი დახმარების გაწევა;

ვ) შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრების და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით, არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება;

ზ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა;

თ) სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ.) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში;

ი) სამსახურის წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება;

კ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ერთად;

ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;

მ) არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის სისტემატიზაციისა და ეფექტურად განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

ო) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამსახურის განყოფილებებთან ურთიერთდახმარების გაწევა;

პ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

ჟ) განყოფილებაში არსებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

რ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე