შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016866
133
13/06/2024
ვებგვერდი, 14/06/2024
010250050.35.160.016866
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №133

2024 წლის 13 ივნისი

ქ. რუსთავი

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 26/11/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016653) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ (ს/ნ:216416180 ).“

ბ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის და დანართი №1-ის სახელწოდება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);“

გ) დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).“

დ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ში:

დ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება), 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს;“

დ.ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სამართალსუბიექტი“ უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“

დ.გ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-41 პუნქტს „ე1“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე