„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 12/06/2024
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016019
19
12/06/2024
ვებგვერდი, 12/06/2024
080240000.79.092.016019
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №19

2024 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №11 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016011) და ბრძანების

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, ასევე, სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით.“

2. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი

3. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე