დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 12/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.79.092.016018 |
|
,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესის
1. 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ შესაძლებელია მიღებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი: ა) უმცროს გამომძიებლად დანიშვნის შესახებ; ბ) სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ რეგისტრირდებიან სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში.“. 2. 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში არაუმეტეს 3 წლის ვადისა, შეიყვანება სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება სამსახურში და არ აქვს სტაჟირების ვადა გაგრძელებული.“. 3. 48-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 48. სამსახურის თანამშრომლის შვებულება“. 4. 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, ასევე სამსახურის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.“. 5. ამოღებულ იქნეს 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი. 6. 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და სამსახურის თანამშრომლის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად.“. 7. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის 50-ე მუხლის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები გამოიყენება სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, მოსამსახურის დახასიათებით, კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურებისა და დატვირთვის მითითებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები