„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 11/06/2024
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016036
36/ნ
11/06/2024
ვებგვერდი, 12/06/2024
310010010.77.090.016036
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №36/ნ

2024 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/04/2022, 310010010.77.090.016004) დამტკიცებულ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ (გარდა დროებითი რეგისტრაციისა) ავტოსატრანსპორტო საშუალებას და გააჩნია  საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მოქმედი ნებართვა;“.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადამზიდველს გააჩნია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა;“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №1-1/2511 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული კონკურსის საფუძველზე გაცემულ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვებზე მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე