დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მესამე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | გ-93. 93241593 |
დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.167.016020 |
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მესამე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1 მიენიჭოს სახელი – „ჰერეთის III შესახვევი“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ცენტრალური ქუჩის მესამე შესახვევს, თანდართული რუკის შესაბამისად. მუხლი 2 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად. მუხლი 4 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24. საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია |
დოკუმენტის კომენტარები