დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესისა და ავტორიზაციის პროცედურების დადგენის შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 10/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.59.071.016032 |
|
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესისა და ავტორიზაციის პროცედურების დადგენის შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 დეკემბრის №8 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.59.071.016024) დამტკიცებულ „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესსა და ავტორიზაციის პროცედურებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ორგანიზაციაში დასაქმებული ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის/ტესტის განმახორციელებელი პირის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი. ამასთანავე: ბ.ა) სავალდებულოა ასლის დედანთან სისწორე დამოწმებული იყოს სანოტარო წესით, თუ წარმოდგენილია ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სერტიფიკატი, რომლის ვალიდურობაც არ არის გადამოწმებადი შემდეგ ვებსაიტზე: Credly (https://www.credly.com); ბ.ბ) თუ წარმოდგენილია ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი სერტიფიკატის ასლი, სავალდებულოა სააგენტოს აგრეთვე წარედგინოს აღნიშნული სერტიფიკატის ორიგინალი (ელექტრონული) ეგზემპლარი, რომელზეც შესრულებულია Council of Registered Ethical Security Testers (CREST)-ის ელექტრონული ხელმოწერა/ელექტრონული შტამპი;“. ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. მოთხოვნები ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის განხორციელების მსურველი ორგანიზაციის მიმართ „1. განცხადებაში მითითებულ, განმცხადებელთან დასაქმებულ ტესტის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული კომპეტენციის დამადასტურებელი ერთ-ერთი მოქმედი სერტიფიკატი: ა) ორგანიზაცია: Offensive Security (OffSec). სერტიფიკატი: ა.ა) OffSec Certified Professional (OSCP); ა.ბ) OffSec Certified Expert (OSCE); ა.გ) OffSec Web Expert (OSWE); ა.დ) OffSec Exploitation Expert (OSEE); ა.ე) OffSec Experienced Pentester (OSEP); ა.ვ) OffSec Exploit Developer (OSED); ბ) ორგანიზაცია: International Council of E-Commerce Consultants (EC-Council). სერტიფიკატი: ბ.ა) Certified Ethical Hacker (CEH); ბ.ბ) Certified Penetration Testing Professional (CPENT); ბ.გ) Licensed Penetration Tester (LPT); გ) ორგანიზაცია: The Computing Technology Industry Association (CompTIA). სერტიფიკატი: PenTest+; დ) ორგანიზაცია: The Global Information Assurance Certification (GIAC). სერტიფიკატი: დ.ა) GIAC Penetration Tester (GPEN); დ.ბ) GIAC Web Application Penetration Tester (GWAPT); დ.გ) GIAC Exploit Researcher and Advanced Penetration Tester (GXPN); დ.დ) GIAC Certified Incident Handler (GCIH); ე) ორგანიზაცია: INE Security. სერტიფიკატი: ე.ა) eLearnSecurity Junior Penetration Tester (eJPT); ე.ბ) eLearnSecurity Certified Professional Penetration Tester (eCPPT); ე.გ) eLearnSecurity Web Application Penetration Tester (eWPT); ე.დ) eLearnSecurity Web application Penetration Tester eXtreme (eWPTX); ვ) ორგანიზაცია: Hack The Box Ltd (HackTheBox). სერტიფიკატი: ვ.ა) Certified Penetration Testing Specialist (HTB CPTS); ვ.ბ) Certified Web Exploitation Expert (HTB CWEE); ზ) ორგანიზაცია: Zero-Point Security. სერტიფიკატი: ზ.ა) Certified Red Team Operator (CRTO); ზ.ბ) Certified Red Team Lead (CRTL); თ) ორგანიზაცია: Altered Security. სერტიფიკატი: თ.ა) Certified Red Team Professional (CRTP); თ.ბ) Certified Red Team Expret (CRTE); თ.გ) Certified Red Team Master (CRTM); ი) ორგანიზაცია: Council of Registered Ethical Security Testers (CREST). სერტიფიკატი: ი.ა) CREST Certified Tester - Infrastructure (CCT INF); ი.ბ) CREST Certified Tester - Application (CCT APP); ი.გ) CREST Certified Simulated Attack Specialist (CCSAS). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის ვალიდურობა გადამოწმებადი უნდა იყოს ერთ-ერთ შემდეგ ვებსაიტზე: Credly (https://www.credly.com), Accredible (https://www.credential.net), ASPEN (https://aspen.eccouncil.org), INE (https://certs.ine.com), HackTheBox (https://www.hackthebox.com), Canvas Badges (https://eu.badgr.com). ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის ვალიდურობა მოწმდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს მიმართავს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 5 დღის ვადაში.“. 5. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავტორიზაციის შესახებ განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების/ინფორმაციის კანონთან და ამ წესთან სრულად შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითება ავტორიზებულ ორგანიზაციაში დასაქმებული ის აუდიტორი/ტესტის განმახორციელებელი პირი, რომლის მეშვეობითაც ავტორიზებულ ორგანიზაციას ენიჭება ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის/ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილება ამ წესის მე-9 ან მე-10 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში, ხოლო თუ სერტიფიკატი გაცემულია განუსაზღვრელი ვადით – სააგენტოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების თარიღიდან სამი წლის განმავლობაში.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ავტორიზაციის ვადის ათვლა იწყება სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის გაცემის მომენტიდან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება გავრცელდეს მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ წარდგენილი ავტორიზაციის შესახებ განცხადებების განხილვაზე.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები