დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300170000.55.067.016182 |
|
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბლანკის ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება სერტიფიკატის გამცემის სახელწოდება და რეკვიზიტები ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. აქვე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება შემდეგი წარწერები: „ეს სერტიფიკატი 14 გვერდიანია“/“This certificate contains 14 pages“ და „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“/“In case of certificate authenticity doubts contact to MTA“. 4. ბლანკის პირველ გვერდზე დაიტანება საქართველოს რუკა, საქართველოს ნავსადგურების და დედაქალაქის აღნიშვნებით და სიტყვები „საქართველო Georgia“.“. 2. ბრძანების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) კომპეტენციის სერტიფიკატი/Certificate of Competency; ო) საქართველოს მცირე ზომის რუკა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები