„მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 03 თებერვლის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 03 თებერვლის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 11/06/2024
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016183
57
11/06/2024
ვებგვერდი, 12/06/2024
310020000.55.067.016183
„მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 03 თებერვლის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 03 თებერვლის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №57

2024 წლის 11 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 თებერვლის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 03 აგვისტოს №02 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  

1. წესის დანართი №1-ის მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ ო) მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი/ Seafarers’ Identity Document;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბარათის მეორე გვერდზე უნდა იყოს ჩანაწერი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს დოკუმენტი წარმოადგენს მეზღვაურთა პირადობის მოწმობას, რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეზღვაურთა პირადობის მოწმობების 2003 წლის კონვენციის შესაბამისად (შესწორებული რედაქციით). საიდენტიფიკაციო ბარათი არის ცალკე დოკუმენტი და არ ცვლის მოქალაქის პასპორტს“/„This document is a seafarers' identity document for the purpose of the Seafarers' Identity Documents Convention (Revised), 2003, of the International Labour Organization. This document is a stand-alone document and not a passport.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბარათის მეორე გვერდზე ასევე დაიტანება ბარათის გამცემი ორგანოს  სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ლოგო.“.

2. წესის დანართი №2-ის მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წიგნაკი უნდა შეიცავდეს 34 (ოცდათოთხმეტი) გვერდს, მათ შორის:

ა) 2-3 გვერდებს – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები და წიგნაკის გამცემი ორგანოს შესახებ ინფორმაცია;

ბ) 4–23 გვერდებს – ჩანაწერები მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის შესახებ;

გ) 24-29 გვერდებს – ჩანაწერები მეზღვაურის სამედიცინო შემოწმების  შესახებ;

დ) 30-34 გვერდებს – შენიშვნები – ინფორმაცია, რომლებიც არ იქნა შეტანილი 1-29 გვერდებზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წიგნაკის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს ნაოსნობის წიგნაკი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. იგი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას.“, „„This Sea Service Book is issued by the Maritime Transport Agency of Georgia. It is property of Georgia““. აქვე მიეთითება მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ნომერი, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia” და ტექსტი „ეს ნაოსნობის წიგნაკი არ არის მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი. ეს ნაოსნობის წიგნაკი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გემზე მეზღვაურის ეკიპაჟის წევრად საქმიანობის შესახებ“. „This Sea Service Book is not a Seafarer’s Identity Document. This Sea Service Book is a document containing information of seafarer’s activity as a crew member at sea-going vessel.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება ნაოსნობის წიგნაკის გამცემი უწყების სახელწოდება, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჰორიზონტალური ბეჭდვით სიტყვები „საქართველო, Georgia”. ყდის მეორე შიდა გვერდზე ასევე,  ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება „წიგნაკი 34 - გვერდიანია.“, „This Sea Service Book contains 34 pages“;

დ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) ნაოსნობის წიგნაკის ნომერი /Sea Service Book number;

რ) საქართველოს მცირე გერბი და საქართველოს რუკა/ Small coat of arms of Georgia and map of Georgia.“;

ე) მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. წიგნაკის ნაწილი II – „ჩანაწერები მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის შესახებ” (გვერდები 4-23) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:

ა) გემის სახელი, სრული ტევადობა და ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე, IMO ნომერი, ტიპი, Name of vessel, gross tonnage and propulsion power, IMO number, Type;

ბ) გემთმფლობელი/ოპერატორი კომპანია / Shipowner/Operator Company;

გ) დანიშვნის თარიღი და ადგილი/Date and place of engagement;

დ) დათხოვნის თარიღი და ადგილი/Date and place of discharge;

ე) თანამდებობა (რანგი)/Position (Rank)

ვ) ნაოსნობის რაიონი/Voyage description;

ზ) გემის ბეჭედი და კაპიტნის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა დანიშვნისას და დათხოვნისას/Ship’s stamp and signature of master or acting person on engagement and discharge.

9. წიგნაკის ნაწილი III – „ჩანაწერები მეზღვაურის სამედიცინო შემოწმების  შესახებ“  (გვერდები 24 -29) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:

ა) გამოკვლევის თარიღი/Date of examination;

ბ) გამოკვლევის ადგილი/Place of examination;

გ) დასკვნა/Result;

დ) მოწმობის No/ Certificate No;

ე) ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი/Signature of doctor and stamp.

10. წიგნაკის ნაწილი IV – შენიშვნები (გვერდები 30-34) უნდა შეიცავდეს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ არის გათვალისწინებული წიგნაკის დანარჩენ ნაწილებში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი