დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 198 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017829 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 93. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა 1. სამორინეს მოწყობის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, აზარტული კლუბის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის, ბინგოს მოწყობის, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვებს გასცემს შემოსავლების სამსახური. 2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემა დასტურდება №VI-01, №VI-02, №VI-03, №VI-04, №VI-05, №VI-06, №VI-061, №VI-062, №VI-063, №VI-064, №VI-065 დანართების ფორმის შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის ნუმერაცია განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობა - 19-02/--; ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-03/--- ; გ) სამორინეს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-04/--- ; დ) ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-05/--- ; ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-06/--- ; ვ) ლოტოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-07/--- ; ზ) ბინგოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-08/--- ; თ) აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-09/--- ; ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-10/--- ; კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-11/--- ; ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-12/--- . 4. ინფორმაცია გაცემული ნებართვის შესახებ შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.“. 2. დანართი №VI-062-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №VI-063, დანართი №VI-064 და დანართი №VI-065. 3. 95-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემოსავლების სამსახურის მიერ სანებართვო მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ფორმით (გარდა აზარტული კლუბის მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობისა) ან ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.“. 4. 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისათვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისთვის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდების, სათამაშო აპარატების დადგმაზე, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის მოწყობაზე, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ან/და სალაროების მოწყობაზე.“. 5. 99-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა და წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდი. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მოქმედების ვადა სრულდება საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება ნებართვის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად. 9. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) განმავლობაში, ამ ბრძანების 1051 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე პირი სარგებლობს მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნებით.“. 6. 1051 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1051. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა 1. პირის რეორგანიზაციისას, რომელიც ფლობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას, აღნიშნული ნებართვა შესაძლებელია გადაეცეს ნებართვის მფლობელი პირის უფლებამონაცვლეს, იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 23-ე და 26-ე პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია, უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით, რეორგანიზაციიდან 2 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება უფლებამონაცვლისთვის შესაბამისი ნებართვ(ებ)ის გადაცემა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობაში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება. 4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები