„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1005
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017491
1005
07/06/2024
ვებგვერდი, 10/06/2024
010320020.22.027.017491
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1005

2024 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.03.2021, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017183) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს შიდა აუდიტის განმახორციელებელ პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონების, სამინისტროს დებულების, ამ დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

1. დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია:

ა) ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;

ბ) ხელი შეუწყოს სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელებას საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

2. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) მინისტრის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

ბ) საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირების – ნოტარიუსებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – ანგარიშვალდებული პირები) მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა.

მუხლი 4. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი ხელს უწყობს სამინისტროს მიზნების მიღწევას შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:

ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

თ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;

ი) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2. სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით;

ბ) შემოწმების ჩატარების, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების დონის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებული პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტს (მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას);

გ) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს;

დ) ადგენს და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ.“.

4. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) განახორციელოს სამინისტროსთვის, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონები, სამინისტროს დებულება და ეს დებულება, შიდა აუდიტის, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები, აგრეთვე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალები გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან/და შესაბამის ორგანოს;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დროულად აცნობოს მინისტრს ანგარიშვალდებული პირის შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ; დაუყოვნებლივ აცნობოს მინისტრს გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტის შესახებ.“.

6. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შიდა აუდიტორული შემოწმების სამმართველო;

ბ) ფულის გათეთრების შემოწმებისა და ზედამხედველობის სამმართველო.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“–„ტ3“ ქვეპუნქტები:

1) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე გასცემს სახელმძღვანელო მითითებებს და მეთოდურ რეკომენდაციებს;

2 ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებას;

3 ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ;“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. ოთხივე თანამდებობის პირის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.“.

8. 71 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 71. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად ორივე სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.“.

9. 72 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შიდა აუდიტორულ/ანგარიშვალდებული პირების შემოწმებებში;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით.“.

10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 მუხლი:

73. დეპარტამენტის მოსამსახურეები

დეპარტამენტში საქმიანობენ შიდა აუდიტორები (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოს-აუდიტორი, უფროსი შიდა აუდიტორი/აუდიტორები), ხოლო დეპარტამენტის ფულის გათეთრების შემოწმების და ზედამხედველობის სამმართველოში – სხვა მოხელეები. დეპარტამენტს შეიძლება ჰყავდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სამუშაო აღწერილობებით.“.

11. მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

12. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 81. შიდა აუდიტორული შემოწმების სამმართველო

შიდა აუდიტორული შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, დადგენილ პროცედურებთან და კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სათანადო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ვ) განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

ზ) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელება და მისი შედეგების ამსახველი ანგარიშის შედგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

13. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

მუხლი 82. ფულის გათეთრების შემოწმების და ზედამხედველობის სამმართველო

სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დეპარტამენტის ფულის გათეთრების შემოწმებისა და ზედამხედველობის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით;

ბ) შემოწმების ჩატარების, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების დონის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებული პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტს (მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას);

გ) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე შეიმუშავებს სახელმძღვანელო მითითებებსა და მეთოდურ რეკომენდაციებს;

დ) ადგენს და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას მინისტრისათვის წარსადგენად დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს რეკომენდაციას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროსთვის, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოსთვის, განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

14. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი.“.

15. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: 

„41. დეპარტამენტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად. დეპარტამენტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს კომპეტენტურ ორგანოებთან სათანადო ინფორმაციის გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე