დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017492 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) კომპეტენციის ფარგლებში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება;“. 2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი.“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 272 მუხლი: „მუხლი 272. ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი 1. დეპარტამენტის ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა, აგრეთვე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება. 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სააგენტოსთვის, როგორც ანგარიშვალდებული პირისათვის, განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარესთან კოორდინაციით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ აქტებზე მუშაობა; გ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა; ე) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები