“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიი 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებული “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიი 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებული “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 13/2005
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 02/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.007.831
  • Word
13/2005
02/11/2005
სსმ, 128, 02/11/2005
010.220.020.15.008.007.831
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიი 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებული “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.007.831

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

�დადგენილება 13/2005

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �უ1� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი�სია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება:

1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მუხლი 12. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე

1. ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

2. საგამოცდო ინსტრუქციას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით.

3. საგამოცდო ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში გამო�საც�დელი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან, რის შესახებაც დგება ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამრღვევის სახელი, გვარი;

ბ) დარღვევის თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი.);

გ) დარღვევის შინაარსი;

დ) დარღვევის აღმომჩენის/აღმომჩენთა ხელმოწერა/ხელმოწერები.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ���� �გ. ქავთარაძე

კომისიის მდივანი����� გ. ჩალაგაშვილი