დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 06/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.54.066.016340 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/09/2020, 040030000.54.066.016199) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ინსპექტორი (Paragliding); პ) პლანერის საფრენოსნო ექსპლუატაციის ინსპექტორი (SAO)“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის (ATO/ATCO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სწავლება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება ან სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორის (CNS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება; ბ) სწავლება კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; გ) შესაბამის სფეროში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; გ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორის (MET) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით ან სწავლება მეტეოროლოგის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; გ) შესაბამის სფეროში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; დ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორის (AIS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით ან სწავლება ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; გ) შესაბამის სფეროში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; ე) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორის (PANS-OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით ან სწავლება ფრენის პროცედურების დიზაინის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; გ) შესაბამის სფეროში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; ვ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. საავიაციო რუკების ინსპექტორის (Cartographic) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით ან სწავლება ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; გ) შესაბამის სფეროში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; ზ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „26. საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორის (SAR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით ან სწავლება საავიაციო ძებნა-შველის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; გ) შესაბამის სფეროში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; თ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის კვალიფიკაციის შეფასების ინსპექტორის (ATCO/ASR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტზე მოქმედი დაშვება; გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“; ი) 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე და 33-ე პუნქტები: „32. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ინსპექტორის (Paragliding) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალობით ან სწავლება შესაბამისი სპეციალიზაციით; ბ) საავიაციო დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. 33. პლანერის საფრენოსნო ექსპლუატაციის ინსპექტორის (SAO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები