დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.161.016006 |
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქუჩების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5, მე-6 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ქუჩების სახელდება განხორციელდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და რუკის შესაბამისად. მუხლი 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 3 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4 განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები