„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017490
1003
05/06/2024
ვებგვერდი, 05/06/2024
040150000.22.027.017490
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1003

2024 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სააგენტოს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამშრომელზე გასცეს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;“.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე;

ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 10 ივნისიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე