„2020-2024 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016860
1-1/204
05/06/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
300300000.22.024.016860
„2020-2024 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/204

2024 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„2020-2024 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2020-2024 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300300000.22.024.016614) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მუხლი 14-ით დამტკიცებული „2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი 2024 წლის 1 იანვარიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“ ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2020-2024 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 31 მაისის №1-1/198 ბრძანება. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი