საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების, სამართალდარღვევებისას გამოსაყენებელი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების, სამართალდარღვევებისას გამოსაყენებელი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 08/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016653
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
05/06/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
010250020.35.162.016653
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების, სამართალდარღვევებისას გამოსაყენებელი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/06/2024 - 07/08/2024)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების, სამართალდარღვევებისას გამოსაყენებელი საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12

2024 წლის 5 ივნისი

ქ. ახმეტა

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმისწარმოების, სამართალდარღვევებისას გამოსაყენებელი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილის, 240 1 მუხლის პირველი ნაწილის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“- საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია  ახმეტის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი  „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“ (საიდენტიფიკაციო კოდი-424613859).
მუხლი 2
„ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა“ ყოველთვიურად,  არაუგვიანეს მომდევნო თვის 15  რიცხვისა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას  უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად შედგენილი საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რაოდენობისა და  საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდზე შემოსული საჯარიმო თანხების შესახებ.
მუხლი 3
1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი (დანართი №1);

2. დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);

3. დამტკიცდეს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №3);

4. დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4);

5. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5);

6. დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №6).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  2024 წლის 15 ივლისიდან.

 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი



   დანართი №1 
საქართველოს ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრებისა წესი

მუხლი 1.  წესის რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2.  საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში“ (შემდგომში – კეთილმოწყობის სამსახური) დასაქმებული პირები, რომელთა ვინაობას ბრძანებით განსაზღვრავს სამსახურის დირექტორი.

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება

1. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით (შემდგომში – ავტობუსი) მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობისათვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ელექტრონული გადახდის საშუალება მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს იგი კონტროლიორს მოთხოვნისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

2. კეთილმოწყობის სამსახური ვალდებულია შესაბამისი უფლებამოსილი პირი აღჭურვოს სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით  საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.

3. მგზავრობის ღირებულების ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდის (სამგზავრო ბილეთის შეძენის) შესამოწმებლად თანამშრომელი უფლებამოსილია, მგზავრს ავტობუსში ან ავტობუსიდან ჩასვლისას მოსთხოვოს შესაბამისი ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა და დააფიქსიროს იგი ელექტრონული მოწყობილობით, რის თაობაზეც უნდა აცნობოს მგზავრს.

4. ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ამოწმებს მგზავრის მიერ ელექტრონული გადახდის საშუალებით მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდას.

5. თუ მგზავრმა უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის  სპეციალურ  მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა და მგზავრს აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები პირის ვინაობის შესახებ, ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, ხოლო უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით  გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეადგინოს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამრღვევს.

6. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები პირის ვინაობის შესახებ, უფლებამოსილმა პირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება  სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ უფლებამოსილი პირი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი მან შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით, რის თაობაზე უნდა აცნობოს სამართალდამრღვევს.

7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I.

ბ) ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა.

8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება კეთილმოწყობის სამსახურის იმ უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

9. საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება ოქმის შემდგენთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს.

10. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

11. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:

ა) I ნაწილს ავსებს უფლებამოსილი პირი;

ბ) I ნაწილის:

ბ.ა) მე-2 პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

ბ.ბ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;

ბ. გ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი);

ბ.დ) მე-5 პუნქტში შეიტანება: ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ავტობუსის მარშრუტის ნომერი, ავტობუსის სახელმწიფო ნომერი);

ბ.ე) მე-6 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  შესაბამისი მუხლის ნაწილი და პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და ჯარიმის ოდენობა;

ბ.ვ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;

ბ.ზ) მე-8 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება.

12. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, ასევე  გასაჩივრების წესი და ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შედეგები.

13. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ.  საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო  ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზებზე მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

14. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და  სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმზე ხელს აწერენ ეს პირებიც.

15. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემდგენელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე განმარტოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას,  სამართალდამრღვევს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს საჯარიმო ქვითარს -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაურთოს ახსნა-განმარტება.

17. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

18. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის – საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.

19. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში, ხოლო ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის  მიერ საჯარიმო  ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-18 გრაფაში.

20. კეთილმოწყობის სამსახური, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

მუხლი 4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსება

1. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თანამშრომელი უფლებამოსილია დადგენილი წესით შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება კეთილმოწყობის სამსახურის ელექტრონულ  მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დამუშავებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

5. ელექტრონული საჯარმო ქვითარში (დანართი N3) შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, ავტობუსის მარშრუტის ნომერი, ავტობუსის სახელმწიფო ნომერი, სამართალდარღვევის არსი;

ე) მე-5 პუნქტში – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის;

ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა;

ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;

თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.

6. ელექრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, ასევე  გასაჩივრების წესი და ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შედეგები.

7. ქვითრის შედგენაზე ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-14-მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები.

მუხლი 5. საჯარიმო ქვითრების  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი

კეთილმოწყობის სამსახური საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 6. საჯარიმო ქვითრებით –  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგების, გაცემის და დაბრუნების,  აღრიცხვის ჟურნალის გაფორმებისა და შენახვის წესი

1. საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას კეთილმოწყობის სამსახური  ახორციელებს დამოუკიდებლად.

2. უფლებამოსილი პირისთვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება კეთილმოწყობის სამსახურის  მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მეშვეობით. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრიდან.

4. ჟურნალის გვერდები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი (ლუქი).

5. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან წაშლა. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“  ჟურნალის მწარმოებელი  პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი საკმარისი არ აღმოჩნდება, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს წინა ჟურნალის გაგრძელებას.

7. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, კეთილმოწყობის სამსახურის  მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

8. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო შემდგომში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.

9. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.

10. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 7. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა

საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების –  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში.

3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს კეთილმოწყობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9. ჯარიმის გადახდა

სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 10. საურავის დარიცხვა  და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა

1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კეთილმოწყობის სამსახური იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სახდელისა და საურავის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მუხლი 11. საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა

1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს შესაბამისი დადგენილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო შემდგომ – სასამართლოში.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.

 

 

 დანართი №2

 

საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური

საჯარიმო ქვითარი -,,ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

                          ოქმი N 000000

ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი

ბ.ა.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000000

 

1. შედგენის თარიღი: ____________  2. შედგენის ადგილი: _______________  

                                                                                                      (რიცხვი, თვე, წელი) 

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი,  გვარი: _____________

________________________________________________________________

 

1. სამართალდამრღვევის მონაცემები:  ________________________________________

 ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);

____________________________________________________________

 

იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)

 

2. ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ:

ავტობუსის მარშრუტის N _______

 ავტობუსის სახელმწიფო N__________

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი:_____

დრო:_________________________________ არსი:____________________________

6.პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ----ლარის ოდენობით

7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

 

8.ოქმს ერთვის სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ________________________________________________________________________

(ახსნა-განმარტების და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

 

9. მიმღები მოლარე: ____________            _____________________________________

                      (ხელმოწერა და თარიღი)       (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

მოწმის ხელმოწერა: ____________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: _____________

 

 

სამართალდამრღვევი: _________________________________________________

    (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

 

შენიშვნა:  --------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

საჯარიმო ქვითრის ყუა N 000000

                       ნაწილი II

 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში

 

1.____________________________________________

        (გადამხდელის სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

 

2. ___________________________________________

                     (გადამხდელის მისამართი)

 

3. ___________________________________________

                          (ჯარიმის ოდენობა)

 

4._______130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი______________

 

5.____________________________________________

                სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

6.__________________________________________

         (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

 

7. მიმღები მოლარე: __________________________

                                             (ხელმოწერა)

 

8. შემომტანი: _______________________________

                                            (ხელმოწერა)

 

ბ.ა.

 

თარიღი: ___________________________________

                                 (რიცხვი, თვე და წელი)

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

 

 

    დანართი №3

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

 

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

N-0000

  1. შედგენის თარიღი
  1. შემდგენლის თანამდებობა

სახელი და გვარი

სამართალდამრღვევის სახელი, გვარი

პირადი ნომერი

       მისამართი

  1. სამართალდარღვევის ჩადენის

ადგილი

დრო

ავტობუსის მარშრუტის N

  არსი: ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით    უბილეთო მგზავრობა

  1. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით
  1. ჯარიმის ოდენობა
  1. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი
  1. მოწმე ან სხვა მონაწილე

სტატუსი / ხელმოწერა

  1. სამართალდამრღვევის ხელმოწერა

        უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე

  1. შემდგენლის ხელმოწერა
  1. შენიშვნა

 

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული  უფლებები და მოვალეობები: 

 „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს სახელმწიფო ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“.

  მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან), ხოლო შემდგომ – სასამართლოში ამავე კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.

  ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული  30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

  დანართი №4

 

საჯარიმო ქვითრების  –  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი

გაცემის თარიღი

საჯარიმო ქვითრის 

ინდივიდუალური

ნომერი

საჯარიმო ქვითრის გამცემი

საჯარიმო ქვითრის მიმღები

საჯარიმო ქვითრის შემდგენელი

დაბრუნებული საჯარიმო ქვითარი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ

საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის საფუძველი

საჯარიმო ქვითრის რაოდენობა

საჯარიმო ქვითრის

ინდივიდუალური ნომერი

შენიშვნა

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტის მიხედვით წარმოდგენილი, გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

ახმეტის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

„ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს. ნ-424613859)

დირექტორი:                                                        ------------------------------

საჯარიმო ქვითრის შემვსები პირი                     -------------------------------

საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა ოქმების

გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი                                        -------------------------------

 

 

      დანართი №6

 

 

                                                                                                საქმე №---------

 

  ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო    ფ უ რ ც ე ლ ი

ახმეტის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

                         ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“

 

(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)

 

 

საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი

 

დადგენილების გამოტანის თარიღი

 

 

დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

 

 

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი

 

 

 

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: _________________________________

________________________________________________________________________
 

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:____________________________________

 

 

 

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი_____________________________________

ახმეტის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“

დირექტორი:  -------------------------