ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016652
11
05/06/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
010250050.35.162.016652
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2024 წლის 5 ივნისი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის  საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს  1,50 ლარით, შეღავათიანი ტარიფი განისაზღვროს 0,75 ლარით.
მუხლი 2
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ახმეტა-მატნის მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0,80 ლარით, შეღავათიანი ტარიფი განისაზღვროს 0,40 ლარით.
მუხლი 3
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე  შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგი კატეგორიის პირებს:

1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  პენსიონერებს.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს  დევნილებს.

3. ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ  აღემატება 150 000-ს.

6. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

7. კოლეჯ „აისის“ ქვემო ალვანის ფილიალის სტუდენტებს.

8.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანებს.

მუხლი 4
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ 424613859) (შემდგომ ტექსტში „კეთილმოწყობის სამსახური“) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, სუბიექტი ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

2. კეთილმოწყობის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

მუხლი 5
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება  კეთილმოწყობის სამსახურის  მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

2. ამ დადგენილების მე-4 მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი)  მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი, რომელსაც ასვე ეკისრება ბარათის აღდგენისათვის  ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

3. ამ დადგენილების  მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათის სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება  სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  დაჯარიმებას ,,კეთილმოწყობის სამსახურის“ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ,,კეთილმოწყობის სამსახური“ უზრუნველყოფს ამ  დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.

5. ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) ,,კეთილმოწყობის სამსახურის“ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.

ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 6
ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის  პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით გათვალისწინებული თანხა ჩაირიცხება კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშზე, ხოლო მიღებული შემოსავალი მოხმარდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 8
კეთილმოწყობის სამსახური ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, ცალკე  შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და მგზავრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი