„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016692
8
30/05/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
300280020.16.009.016692
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №8

2024 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1. „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10  დადგენილებით  დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ58“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ59“ ქვეპუნქტი:

„ჰ59) მონაცემთა ჰაბი – გადამცემი სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემთა ცენტრალური ჰაბი, რომელიც მოიცავს ესკაა სისტემებს, ელექტროენერგიის აღრიცხვაში გამოყენებულ პროგრამულ სისტემებს, მონაცემთა ცენტრალიზებული საცავისა და ამ მონაცემების დამუშავების პროგრამებს, ვებპლატფორმებსა და ვებპორტალებს.“.

2. მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 6-10 კვ და 35 კვ ძაბვაზე განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება (გარდა ელექტროენერგიის წარმოების მსურველისა, რომელსაც მიერთება სურს 6-10 კვ და 35 კვ ძაბვაზე)  გააჩნია მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს.“.

3. 61-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია მონაცემთა ჰაბის ფუნქციონირებაზე, მისი მეშვეობით აღრიცხვის მონაცემების მიღებაზე, აღრიცხვის მონაცემთა სათანადო ბაზის ფორმირებასა და მართვაზე, ასევე, სხვადასხვა წყაროდან მიღებული დიდი მოცულობის დაუმუშავებელი და დამუშავებული, ინტეგრირებული და ისტორიული მონაცემების ცენტრალიზებული საცავის შექმნასა და მართვაზე.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„81. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის სრული წვდომის დაშვებას მის ვებპორტალზე.“.

4. 62-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადაცემის და განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურებში საკუთარ მოხმარებაზე გამოყენებულ მინაერთებზე  ელექტროენერგიის  მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით გადასატანი კომპაქტური სატრანსფორმატორო პუნქტის გამოყენების შემთხვევაში გადასატან კომპაქტურ სატრანსფორმატორო პუნქტზე უნდა მოეწყოს საანგარიშსწორებო აღრიცხვა.“;

5. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„67. ესკაა სისტემები და მონაცემთა ჰაბი

1.  მონაცემთა ჰაბის მეშვეობით გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

ა) საქართველოს მასშტაბით ელექტრონერგიის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული (მათ შორის, საკონტროლო და ტექნიკური) აღრიცხვის წერტილებიდან (ელექტრონული მრიცხველებიდან) აღრიცხვის მონაცემების წაკითხვა/შეგროვება (პირდაპირი ან ირიბი კავშირით), დამუშავება, აგრეგირება, ფორმირება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის (საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირებისთვის) ხელმისაწვდომობა;

ბ) აღრიცხვის მონაცემების აგრეგირება ცალ-ცალკე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, პირდაპირი მომხმარებლების, მწარმოებლებისა (მათ შორის, ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით საცდელი გაშვების პროცესში მყოფი ელექტროსადგურებისთვის) და ტრანსსასაზღვრო ხაზებისთვის;

გ) გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების საათობრივი აქტების ფორმირება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის  (აღნიშნული აქტები არ გამოიყენება  ანგარიშსწორების მიზნებისთვის);

დ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე გადადინებული ელექტროენერგიის საათობრივი აქტების შედგენა/ფორმირება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის;

ე) ტრანსსასაზღვრო სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების აქტების შედგენა/ფორმირება;

ვ) მოსარგებლეებისთვის მონაცემთა დამუშავება და შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით  წვდომის უზრუნველყოფა;

ზ) სხვადასხვა წყაროდან მიღებული, დიდი მოცულობის დაუმუშავებელი და დამუშავებული, ინტეგრირებული და ისტორიული მონაცემების ცენტრალიზებული საცავის საშუალებით ანალიტიკის და ანგარიშგების აქტივობების მხარდაჭერა.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორთან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიღების, დამუშავების, აგრეგირებისა და   მიწოდების წესს.

3. გადაცემის და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან, ხოლო მოსარგებლე უფლებამოსილია, ფლობდეს ესკაა სისტემას. სისტემის ოპერატორების ესკაა სისტემები თავსებადი უნდა იყოს ერთმანეთთან, ხოლო მოსარგებლის ესკაა სისტემა – იმ სისტემის ოპერატორის ესკაა სისტემასთან, რომლის ქსელზეცაა იგი მიერთებული. ესკაა სისტემებს შორის ინფორმაციის გაცვლა უნდა ხდებოდეს შეუფერხებლად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის მიმოცვლა გადამცემი სისტემის ოპერატორის და ესკაა სისტემის მესაკუთრეს შორის უნდა ხდებოდეს შესაბამისი ცვლილების (მათ შორის, აღრიცხვის კვანძის დამატების, მზომი ტრანსფორმატორის კოეფიციენტის და დროის სინქრონიზაციის) განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

5. ესკაა სისტემის შემადგენლობაში შედის:

ა) ელექტროენერგიის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა და აღრიცხვის მონაცემთა ბაზა;

ბ) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები;

გ) ელექტროენერგიის აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობები;

დ) ელექტროენერგიის აღრიცხვის საკომუნიკაციო წრედები (მხოლოდ აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული საკომუნიკაციო/ინტერფეისის სადენები);

ე) ელექტროენერგიის მრიცხველები.

6. ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემთა ბაზა იღებს ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემებს:

ა) მოსარგებლის ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან;

ბ) მოსარგებლის მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებიდან;

გ) ელექტროენერგიის მრიცხველებიდან.

7. ესკაა სისტემებში შემავალი მოწყობილობები ერთმანეთთან უნდა იყოს სინქრონიზებული ზუსტი ასტრონომიული დროის შესაბამისად და გააჩნდეს უწყვეტი ელექტრომომარაგება.

8. ესკაა სისტემა დაცული უნდა იყოს ნებისმიერი არასანქცირებული ჩარევისაგან როგორც ცალკეული ელემენტების დალუქვის გზით, ასევე შესაბამისი პროგრამული საშუალებების გამოყენებით.

9. ელექტროენერგიის მრიცხველების დაპროგრამებას/კონფიგურირებას ახდენს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელი ელექტრული ქსელის მფლობელი, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით.

10.  მოსარგებლე უფლებამოსილია დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს წვდომა,  მათ შორის შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით, ესკაა სისტემაში ან/და  მონაცემთა ჰაბში არსებულ იმ მონაცემებზე, რომლებიც მიღებულია მის ანგარიშსწორებაში მონაწილე აღრიცხვის წერტილებიდან.

11. გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას, მასზე დაკისრებული ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ფუნქციის ჯეროვნად შესასრულებლად, უნდა მისცეს სრული წვდომა ესკაა სისტემაზე ან/და მონაცემთა ჰაბის შესაბამის პლატფორმ(ებ)ზე (მათ შორის, მონაცემთა ცენტრალიზებულ საცავზე). 

12. ესკაა სისტემის მფლობელი ვალდებულია ესკაა სისტემით მიღებული ინფორმაცია არანაკლებ 13 თვის ვადით შეინახოს ხელმისაწვდომ ფორმატში, ხოლო არანაკლებ 6 წლის განმავლობაში აწარმოოს აღრიცხვის მონაცემთა საარქივო ბაზა. საარქივო ბაზა უნდა აერთიანებდეს ყველა მრიცხველის აღრიცხვის მონაცემს. ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ შესაძლებელია ინფორმაციის განადგურება.“.

6.  23-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ელექტროენერგიის მწარმოებელს გადამცემი სისტემის ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება შეცვალოს სიჩქარისა და სიხშირის რეგულატორის დანაყენები.“.

7. 23-ე მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111116 პუნქტები:

„111. 10 მგვტ და მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების (აგრეთვე მარეგულირებლის სტატუსის მქონე ნებისმიერი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების) ჰიდროაგრეგატის სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს დატვირთვის ცვლილება არანაკლებ 3,33%/წმ სიჩქარით.

112. ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისგან ელექტროენერგიის მწარმოებლის გათავისუფლება შესაბამისი არსებული ჰიდროაგრეგატის ნაწილში დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა) ზემოაღნიშნული სიჩქარის პარამეტრი იზღუდება ქარხანა-დამამზადებლის საპასპორტო პირობებით ან/და –

ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში ცალსახად და არაორაზროვნად არის მითითებული შემდეგი ორივე გარემოების არსებობის შესახებ:

ბ.ა) ჰიდროაგრეგატს არ შეუძლია აღნიშნული პარამეტრის დაცვა;

ბ.ბ) საექსპერტო კვლევის ფარგლებში ჩატარებული ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ აღნიშნული პარამეტრის მიღწევა დაკავშირებულია არაგონივრულად დიდ და გაუმართლებელ ხარჯებთან და აქედან გამომდინარე – ეკონომიკურად მიზანშეუწონელია.

113. ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისგან ელექტროენერგიის მწარმოებლის გათავისუფლება შესაბამისი ახალი ჰიდროაგრეგატის (გარდა მარეგულირებლის სტატუსის მქონე ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროაგრეგატებისა) ნაწილში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ პროექტირების ეტაპზე წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში ცალსახად და არაორაზროვნად არის მითითებული ამ მუხლის 112 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ.

114. ამ მუხლის 112 და 113 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით 3,33%/წმ სიჩქარის პარამეტრის მოთხოვნისგან ელექტროენერგიის მწარმოებლის გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი ჰიდროაგრეგატის მიერ დასაცავ სიჩქარის პარამეტრად მიიჩნევა:

ა) არსებული ჰიდროაგრეგატის შემთხვევაში – შესაბამის საექსპერტო დასკვნასა და ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემულ საპასპორტო პირობებში მითითებულ პარამეტრებს შორის უფრო ნელი სიჩქარის პარამეტრი;

ბ) ახალი ჰიდროაგრეგატის შემთხვევაში – შესაბამის საექსპერტო დასკვნაში მითითებული სიჩქარის პარამეტრი.

115. ამ მუხლის 112 და 113 პუნქტებით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნა გაცემული უნდა იყოს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული ორგანოს/პირის მიერ.

116. ამ მუხლის 112 – 114 პუნქტების მიზნებისთვის, არსებულ ჰიდროაგრეგატად ითვლება ის ჰიდროაგრეგატები, რომელთა მიმართაც ტექნიკური პირობა გაცემულია ამ მუხლის 111 – 115 პუნქტების ძალაში შესვლამდე, ხოლო ახალ ჰიდროაგრეგატებად – რომელთა მიმართ ტექნიკური პირობა გაიცემა ამ მუხლის 111 – 115 პუნქტების ძალაში შესვლის შემდეგ.“.

8. 325-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 326-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 326. ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების საათობრივი აქტები

გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების საათობრივი აქტების სატესტო რეჟიმში მომზადების ვალდებულება ძალაში შედის 2024 წლის 1 ივლისიდან და სრულდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების დაწყებისთანავე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის  ბაზრის მოდელის კონცეფციის მე-16 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად. საათობრივი აქტი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:  

ა) კვალიფიციურის საწარმოს სახელწოდება;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) ობიექტის დასახელება;

დ) ბაზრის მონაწილის სტატუსი: მწარმოებელი, მომხმარებელი, სისტემის ოპერატორი, მიმწოდებელი;

ე) შედგენის თარიღი;

ვ) საანგარიშო პერიოდი, საათობრივად ჩაშლილი, შესაბამისი თარიღების მითითებით;

ზ) ქვესადგურის/სადგურის დასახელება;

თ) მინაერთის/აღრიცხვის კვანძის დასახელება;

ი) მინაერთის ძაბვა;

კ) მინაერთის საანგარიშო კოეფიციენტი;

ლ) მინაერთის მრიცხველის ნომერი;

მ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილი თითოეული მინაერთისთვის;

ნ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული მიღებული ელექტროენერგია (მიღება);

ო) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული გაცემული ელექტროენერგია (გაცემა);

პ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული გამომუშავებული ელექტროენერგია (ელექტროსადგურის შემთხვევაში);

ჟ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული სულ საკუთარი მოხმარებისათვის მოხმარებული ელექტროენერგია (ელექტროსადგურის შემთხვევაში);

რ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული სულ ფაქტობრივი დანაკარგი (ელექტროსადგურის შემთხვევაში);

ს) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული სალტეზე გაცემული ელექტროენერგია (ელექტროსადგურის შემთხვევაში საათში დადებითი სალდო (გაცემას გამოკლებული მიღება);

ტ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული მოხმარებული ელექტროენერგია (მომხმარებლებისათვის);

უ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული მოხმარებული ელექტროენერგია (ელექტროსადგურის შემთხვევაში, საათში დადებითი სალდო (მიღებას გამოკლებული გაცემა);

ფ) ენერგიის საათობრივი დატვირთვის პროფილით დაანგარიშებული ქსელში დანაკარგი (სისტემის ოპერატორის შემთხვევაში);

ქ) ამასთანავე საკონტროლოდ - საანგარიშო პერიოდისათვის მინაერთის მრიცხველის საწყისი და ბოლო ჩვენებები და ჩვენებებით მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა;

ღ) შენიშვნა.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი