დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სატრანსპორტო საშუალებების, მათი მმისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავადებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1069 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 31/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.010.010.22.034.0007.825 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.034.007.825
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1069
2005 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით (სსმ III, 29.06.2005 წ., №77, მუხ. 829) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები ახორციელებენ ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო სავალდებულო რეგისტრაციამდე გასცემენ სპეციალურ სანომრე ნიშნებს (TEST) და დროებით სარეგისტრაციო მოწმობას.”;
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები