საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.024577
183
04/06/2024
ვებგვერდი, 05/06/2024
310150000.10.003.024577
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2024 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 101 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმა“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 აპრილის №201 ბრძანებულებით დამტკიცებული ნიმუშის სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობებს მოქმედების ვადა შეუნარჩუნდეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმა

მუხლი 1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა (შემდგომში − რეგისტრაციის მოწმობა) არის 54X85 მმ ზომის მართკუთხა ფორმის დოკუმენტი. ფერი კომბინირებულია: მუქი მწვანე და ხაკისფერი. მოწმობის ორივე მხარეს დატანილია დამცავი ჰოლოგრამული შრე, რომელიც იცავს მოწმობას ზედაპირული დაზიანებისაგან.

2. რეგისტრაციის მოწმობა ორენოვანია: ქართული და ინგლისური.

მუხლი 2. რეგისტრაციის მოწმობის დიზაინი

1. რეგისტრაციის მოწმობის წინა მხარე, ავერსი − სურათი №1.

2. რეგისტრაციის მოწმობის უკანა მხარე, რევერსი − სურათი №2.

მუხლი 3. რეგისტრაციის მოწმობის მონაცემები

1. რეგისტრაციის მოწმობაში (ავერსში) აისახება:

ა) ზედა ნაწილში, მუქ მწვანე ფონზე, თეთრი ფერის ორენოვანი წარწერა: „რეგისტრაციის მოწმობა“ – „REGISTRATION CERTIFICATE“;

ბ) ზედა მარცხენა კუთხეში, ხაკისფერ ფონზე − საქართველოს სახელმწიფო დროშა;

გ) ზედა მარჯვენა კუთხეში, მუქ მწვანე ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველში − რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რომელიც შეიტანება შავი ფერით;

დ) ცენტრის ზედა მარცხენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველში − რეგისტრაციის ნომერი, რომელიც შეიტანება შავი ფერით;

ე) ცენტრის ქვედა მარცხენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველში − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი, რომელიც შეიტანება შავი ფერით (ორენოვანი წარწერა);

ვ) ცენტრის მარჯვენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველებში − რეგისტრაციის მოწმობის საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელშიც აღნიშნულია:

ვ.ა) მარკა, მოდელი;

Model;

ვ.ბ) გამოშვების წელი;

Production Year;

ვ.გ) ფერი;

Color;

ვ.დ) ტიპი;

Vehicle Type;

ვ.ე) ძრავის მოცულობა;

Engine Displacement;

ზ) ქვედა მარჯვენა კუთხეში, მუქ მწვანე ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველში − სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შეიტანება შავი ფერით.

2. რეგისტრაციის მოწმობის (ავერსის) მარჯვენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველებში დატანილ რეგისტრაციის მოწმობის საიდენტიფიკაციო კითხვარში მონაცემები შეიტანება შავი ფერით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

3. რეგისტრაციის მოწმობაში (რევერსში) აისახება:

ა) ზედა ნაწილში, მუქ მწვანე ფონზე, თეთრი ფერის ორენოვანი წარწერა: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“ – „Ministry of Defence of Georgia“;

ბ) ზედა მარცხენა მხარეს, ხაკისფერ ფონზე − საქართველოს სახელმწიფო გერბი;

გ) ცენტრის ზედა მარცხენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველში − წითელი ფერის წარწერა: „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი“ – „Military Police Department“;

დ) ცენტრის ქვედა მარცხენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველში − შევსების თარიღი, რომელიც შეიტანება შავი ფერით;

ე)  ცენტრის მარჯვენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველებში − რეგისტრაციის მოწმობის საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელშიც აღნიშნულია:

ე.ა) ძარის №;

Body;

ე.ბ) ძრავის №;

Engine;

ე.გ) შასის №;

Chassis;

ე.დ) დასაშვები წონა;

Permissible weight (kg);

ე.ე) დაუტვირთავი წონა;

Net weight (kg);

ვ) ქვედა მარჯვენა მხარეს, მუქ მწვანე ფონზე, საქართველოს საერთაშორისო კოდი: „GE“;

ზ) ქვედა მარცხენა მხარეს, ხაკისფერ ფონზე, მუქი მწვანე ფერით − დამკვეთი და დამამზადებელი, ხოლო მის გასწვრივ, მუქ მწვანე ფონზე, თეთრი ფერით აღინიშნება დამკვეთი (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) და შესაბამისი დამამზადებელი.

4. მარჯვენა ნაწილის ხაკისფერ ფონზე არსებულ თეთრი ფერის ველებში დატანილ რეგისტრაციის მოწმობის საიდენტიფიკაციო კითხვარში მონაცემები შეიტანება შავი ფერით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.