მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N07-3224137229 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N07-3224137229 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016012
31
28/05/2024
ვებგვერდი, 05/06/2024
000000000.00.159.016012
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N07-3224137229 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №31

2024 წლის 28 მაისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის №07-3224137229 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის სხდომის №05 ოქმის მე-14 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 20 მაისის №32-3224141232 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის №07-3224137229 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ საფუძველზე,

1. ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩის სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        ამირან გიორგაძე

 

 

 

 

,დანართი 1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქალაქი მარნეული

ა) ქალაქ მარნეულში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება

შენიშვნა

  მე-12 ქუჩა

 

 

შენიშვნა: აღნიშნული დანართი განიხილება  სიტუაციურ ნახაზთან ერთად.