„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016522
10
05/06/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
010250050.35.119.016522
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №10

2024 წლის 5 ივნისი

ქ. ხონი

 

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  23-ე მუხლის პირველი პუნქტისა შესაბამისად,   ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ “ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის 26 აგვისტოს   №22 დადგენილებაში  (www.macne.gov.ge  სარეგიტრციო კოდი:  010250050.35.119.016433; 31/08/2020წ)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება  15 (თხუთმეტი) წევრისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეა ხონის მუნიციპალიტეტის მერი.

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის და მოადგილის გარდა, შედიან:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;

გ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის სპეციალისტი (მდივანი);

ე) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

ვ) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპერტი სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით.

თ) 4 (ოთხი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და 2 (ორი) არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი, რომლებსაც საბჭოს წევრებად ამტკიცებს  საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს მდივნის წარდგინებით.

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 2 (ორი) წარმომადგენელი, რომლებსაც საბჭოს წევრებად ამტკიცებს  საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს მდივნის წარდგინებით.  

6. შშმ პირებმა/ არასრულწლოვანი შშმ პირების  მშობლებმა/ შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საბჭოს წევრობისთვის უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტების ნუსხა:

ა) CV და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამოტივაციო წერილი;

გ) საბჭოს წევრზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებზე და მათ შესრულებაზე საკუთარი ხედვა და სამუშაო გეგმა;

7. შემოსული განცხადებების ანალიზს და საბუთების დებულებასთან შესაბამისობას ახორციელებს საბჭოს მდივანი.

8. შშმ პირები, არასრულწლოვანი შშმ პირების  მშობლები, შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები საბჭოს წევრებად ინიშნება სამი წლის ვადით. სამი წლის შემდეგ ხდება მათი როტაცია ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.

9. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

10. საბჭოს აქვს უფლება დამატებით მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.

11. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე