გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016005
47
30/05/2024
ვებგვერდი, 04/06/2024
000000000.00.161.016005
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №47

2024 წლის 30 მაისი

ქ. გარდაბანი    

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ  

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მუხლი 1

განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

მუხლი 3

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4

განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5

განკარგულება  ძალაშია  ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                        მიხეილ გედეხაური