ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016866
266
24/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
000000000.00.101.016866
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №266

2024 წლის 24 მაისი

ქ. თბილსი

 

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ


 


საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ტყემალაძე