ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016864
265
24/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
000000000.00.101.016864
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №265

 2024 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მუსიკოს ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე    გიორგი ტყემალაძე