ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვაგზლის მოედნისთვის სადგურის მოედნის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვაგზლის მოედნისთვის სადგურის მოედნის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016859
272
24/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
000000000.00.101.016859
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვაგზლის მოედნისთვის სადგურის მოედნის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება N272

24 მაისი 2024 წელი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვაგზლის მოედნისთვის სადგურის მოედნის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის  რაიონში,  ვაგზლის მოედანს მიენიჭოს სადგურის მოედნის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                     გიორგი ტყემალაძე