ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016853
275
24/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
000000000.00.101.016853
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №275

2024 წლის 24 მაისი 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. გლდანის რაიონში, გაგრძელდეს ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე                                                      გიორგი ტყემალაძე