„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016528
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
424
31/05/2024
ვებგვერდი, 04/06/2024
010250050.35.157.016528
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/06/2024 - 07/06/2024)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №424

2024 წლის 31 მაისი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N353 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 01.03.2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.157.016457) დამტკიცებულ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში“:

1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მეოთხე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ პუნქტი:

„ტ) პერსონალური მონაცემების  დაცვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა“.

2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მეშვიდე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ პუნქტი:

„მ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს  მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, ამავე სამსახურის მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს, მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე