დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 55 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.017232 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №19 ბრძანებით (ვებგვერდი, 25/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.017196) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-11 – მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. 2. სამუშაო გამოცდილება სამართლის ან საჯარო და პერსონალური ინფორმაციის მართვის სფეროებში – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. მუხლი 12. ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. 2. სამუშაო გამოცდილება – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. მუხლი 13. ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 3. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. 4. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. მუხლი 14. ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით. 2. სამუშაო გამოცდილება სამართლის ან საჯარო და პერსონალური ინფორმაციის მართვის სფეროებში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმი „ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. მუხლი 15. ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით. 2. სამუშაო გამოცდილება სამართლის ან საჯარო და პერსონალური ინფორმაციის მართვის სფეროებში – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმი „ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. მუხლი 16. ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით. 2. სამუშაო გამოცდილება – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმი „ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook. მუხლი 17. ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით. 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმი „ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 3. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე. 4. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები