დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 19/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №151
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №120, მუხლი 1336) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 345 ლარის ოდენობით.“.
2. მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სოფელი/დაბა – 1,377;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,638.“.
3. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი – 1,203;
ბ) სოფელი/დაბა – 1,580.“.
4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები:
„22. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავლეზე ზემოთ დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი – 1,101;
ბ) სოფელი/დაბა – 1,464.
23. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკოლებისათვის დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტი:
მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,841.“.
5. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის სკოლაში – 345 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 475 ლარი;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 565 ლარი.“.
6. 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 415 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 545 ლარი.“.
7. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 და 33 პუნქტები:
„32. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავლეზე ზემოთ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 380 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 505 ლარი.
33. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 635 ლარი.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები