„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016393
3
30/05/2024
ვებგვერდი, 31/05/2024
040030000.32.057.016393
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2024 წლის 30 მაისი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, №154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება;

გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება;

დ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსებისა და არქეოლოგიის განყო­ფი­ლება, რომელიც მოიცავს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ფიჭვნარის არქეოლოგიურ სამეცნიერო ბაზას;

ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო განყოფილება.“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ”, ,,ე” და ,,რ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის ,,” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) დებულების მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების და არქეოლოგიის განყოფილება, რომელიც მოიცავს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ფიჭვნარის არქეოლოგიურ სამეცნიერო ბაზას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ახორციელებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

ბ) ეწევა თავის სამოქმედო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვას, მოვლა-პატრონობას, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვას, პოპულარიზაციასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს, აწარმოებს მოძიებული მასალის დამუშავებას;

გ) აკომპლექტებს, უვლის, იცავს, მეცნიერულად შეისწავლის და პოპულარიზაციას უწევს  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და აცნობს მათ ფართო საზოგადოებას;

დ) აწარმოებს ფონდების მეცნიერულ აღრიცხვას და დოკუმენტირებას არსებული ინსტრუქციების შესაბამისად;

ე) ორგანიზაციას უწევს საფონდო ერთეულთა დაცვისა და შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას;

ვ) შეიმუშავებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების განვითარების კონცეფციას და თემატურ  საექსპოზიციო გეგმას;

ზ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს, მათ განსახორციელებლად უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

თ) მონაწილეობს არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და ამზადებს შესაბამის პროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ი) თანამშრომლობს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ სპეციალისტებთან, შეიმუშავებს კულტურულ პროგრამებს თავისი საქმიანობის სფეროში, განავითარებს კავშირებს უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

კ) ატარებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების ვიზიტორების შესახებ მონაცემთა კვლევას;

ლ) გეგმავს და ახორციელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

მ) კრებს ინფორმაციას ახალი აღმოჩენების შესახებ, ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ამზადებს გამოსაცემად და აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, შრომებს, ბუკლეტებს, გზამკვლევებს, კატალოგებს და ა.შ;

ნ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის  გამოვლენასა და აღწერას, ახდენს  იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას;

ო) ამზადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათს;

პ) ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  სარესტავრაციო სამუშაოებს;

ჟ) აწარმოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განთავსების ოპტიმალურ პირობებს;

რ) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას;

ს) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთა­შო­რისო  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;

ტ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებუ­ლებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სააგენტოს მიერ გამოფენების მოწყობასა და საინფორმაციო მასალების გამოცემას;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ვებგვერდის მართვას და ახორციელებს მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგს;

გ) უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

დ) შეიმუშავებს და ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს;

ე) გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, ფესტივალს, საგანმა­ნათლებლო გაკვეთილებსა და შემეცნებით აქტივობებს;

ვ) ქმნის საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზას, აორგანიზებს და მონაწილეობს კონფერენციებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში;

ზ) აქვს ურთიერთობა ტურისტულ კომპანიებთან და აწვდის მათ ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ;

თ) ახდენს გონიოსა და პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექ­სების სოციალური გვერდის მართვას;

ი) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულა­რიზაციას და ამ გზით ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნებას;

კ) თანამშრომლობს სამეცნიერო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთა­შორისო ორგანიზაციებთან (დარგობრივად);

ლ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებუ­ლებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. “.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე