„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.017468
40
30/05/2024
ვებგვერდი, 30/05/2024
140070000.22.034.017468
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №40

2024 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 140070000.22.034.016856) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავისა და ამავე კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე, დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს.

2. ეს წესი შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამსახურის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალური დანიშნულების დაწესებულების, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.“;

ბ)  მე-5 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მოსამსახურისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეუფერებელი ქმედებებია, მათ შორის:

ა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა;

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რასთან დაკავშირებითაც მოსამსახურის მიმართ გამოიცა შემაკავებელი/დამცავი ორდერი;

გ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფი და მარიხუანა), მისი ანალოგის, მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება;

დ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება.

ე) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია მოსამსახურის უშუალო უფროსის ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი წარდგინება, ასევე, მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან/და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია მოქალაქეთა და მოსამსახურეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს გადაწყვეტილებები, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე, იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, აგრეთვე, ხელმძღვანელის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განყოფილების უფროსის მოადგილეზე უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის მიმართ) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისას სამსახურის უფროსი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნის გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“;

გ.გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 91 პუნქტი:

„91. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში მოსამსახურის გამოცხადება და მოთხოვნილი სამსახურებრივი მასალის წარმოდგენა სავალდებულოა.“;

გ.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო, ასევე, მოსამსახურის საავადმყოფო ფურცელზე ან შვებულებაში ყოფნის დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.“;

გ.ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენისას დისციპლინური სახდელი გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში − ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემაკავებელი/დამცავი ორდერის ძალაში დატოვებისას.“;

გ.ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორების თაობაზე, დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.“;

გ.ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.“;

გ.თ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა/შრომითი ხელშეკრულება.“;

დ) 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 72. ცალკეული დისციპლინური სახდელების შეფარდების წესი

1. ამ წესის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ფაქტებზე, ასევე, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.

2. ამ წესის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ფაქტზე მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − საყვედური, სასტიკი საყვედური ან სამსახურიდან დათხოვნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური