„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017467
39
30/05/2024
ვებგვერდი, 30/05/2024
140130000.22.034.017467
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №39

2024 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016240) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავისა და ამავე კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეს წესდება შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დისციპლინური გადაცდომის სახეები

1. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება;

გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

დ) ქონებრივი ზიანის მიყენება;

ე) ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ვ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;

ზ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;

თ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს;

ი) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას;

კ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რასთან დაკავშირებითაც მოსამსახურის მიმართ გამოიცა შემაკავებელი/დამცავი ორდერი;

ლ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფი და მარიხუანა), მისი ანალოგის, მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება;

მ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება;

ნ) ფიცის გატეხვა;

ო) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა;

პ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა;

ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 92 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა ან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 92 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა.

2. მოსამსახურის მიერ სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის ამ წესდების მე-4 მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეუტყობინებლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.

3. შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი.

2. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ზ) სამსახურიდან დათხოვნა.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დისციპლინური წარმოება

1. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს წერილობითი ფორმით (წარდგინება) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს გადაცდომის დამადასტურებელი ფაქტი/გარემოება. წერილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) მოსამსახურის სახელი, გვარი;

ბ) თანამდებობა;

გ) სამხედრო ან სპეციალური წოდება;

დ) სამინისტროში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი;

ე) დისციპლინური გადაცდომის არსი;

ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს;

ზ) დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე.

2. დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის უფლება აქვს:

ა) მინისტრს;

ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს;

ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ხელმძღვანელ პირებს;

ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (შემდგომ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) ხელმძღვანელ პირს.

3. წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესდებით დადგენილი წესით.

4. წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილი არიან, განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ. ამ პირებს უფლება არ აქვთ მათ მიერ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ, ხოლო უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესაბამისი რეაგირებისათვის.

6. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში – ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში და იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სადაც არსებობს დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური.

7. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას კომპეტენციის ფარგლებში ადგენს დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

8. მოსამსახურის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის მიმართ წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას შემაკავებელი ორდერის გამომცემი სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

9. მოსამსახურის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის მიმართ წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ვალდებული არიან აღნიშნულის შესახებ აცნობონ უშუალო ხელმძღვანელსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

10. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

11. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამინისტროს მოსამსახურის გამოცხადება და მოთხოვნილი სამსახურებრივი მასალის წარმოდგენა სავალდებულოა.

12. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით.“;

ე) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. დისციპლინური სახდელის გამოყენება და მისი შედეგები

1. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

2. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

3. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო, ასევე, მოსამსახურის საავადმყოფო ფურცელზე ან შვებულებაში ყოფნის დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.

4. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორების თაობაზე, დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.

5. წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტებზე, ასევე „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის  ჩადენის ფაქტზე, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − სამსახურიდან დათხოვნა.

6. წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − საყვედური, სასტიკი საყვედური ან სამსახურიდან დათხოვნა.

7. წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას დისციპლინური სახდელი გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში − ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემაკავებელი/დამცავი ორდერის ძალაში დატოვებისას.

8. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

9. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.

11. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში სამინისტროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა/შრომითი ხელშეკრულება.“;

ვ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება:

ა) წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 3 თვის ვადით;

ბ) წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 6 თვის ვადით;

გ)  წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში − 1 წლის ვადით.

2. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი:

ა) თუ მოსამსახურეს არ ჩაუდენია ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ;

ბ) მინისტრის მიერ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის.“;

ზ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მინისტრს;

ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური