დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12189 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 27/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016748 |
სსიპ – შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №12189
2024 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):
ა) მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემებში (nCEN, CEN) განთავსების მიზნით; ეროვნულ დონეზე nCEN სისტემის ადმინისტრირება და მართვა, აპლიკაციის მომხმარებელთა კოორდინაცია და პერიოდული გადამზადება;“;
ბ) მე-9 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული იმპორტის გადასახდელის (მათ შორის, დამატებით), საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე) და მისი ვალდებული პირებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;“;
გ) მე-10 მუხლის:
გ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სამმართველოს მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;
დ) მე-13 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის უფროსი ან მისი მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;
ე) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) განყოფილების მიერ დარიცხული იპორტის გადასახდელისა და საურავის თანხებზე
„საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი/მოადგილე ან განყოფილების უფროსი), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;
ვ) მე-15 მუხლის:
ვ.ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“;
ვ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები