„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016520
11
31/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
010250020.35.152.016520
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 31 მაისი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 26/12/2023, ს/კ 010250020.35.152.016503), კერძოდ,

ა) დადგენილების №2 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის  მუნიციპალიტეტის  მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების  ნუსხას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის №24-ე სტრიქონი:

 ”

24

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

1

“;        

ბ) დადგენილების №3 დანართის „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“  მე-20 სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 „

20

სპეციალისტი  მჭადიჯვრის  ადმინისტრაციულ ერთეულში

4

“;        

გ) დადგენილების №3 დანართის „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“  32-ე სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

  „

32

სპეციალისტი ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

3

    “.         

 

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს  2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური