ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის № 2 „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის № 2 „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016421
14
30/05/2024
ვებგვერდი, 31/05/2024
010250020.35.141.016421
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის № 2 „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 30 მაისი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   2018 წლის 22 იანვრის №2 „აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადб ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 

მუხლი 1
დამტკიცდეს   ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   2018 წლის 22 იანვრის №2 „აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.141.016228) შეტანილი შემდეგი ცვლილება:

დადგენილების  დანართს (დებულებას) დაემატოს 81-ე მუხლი  შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 81. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ოფიცრის ფუნქციებია:

ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;

ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;

გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

დ) სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა სამსახურთან ურთიერთობაში, სამსახურის მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ვ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან