„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016538
36
29/05/2024
ვებგვერდი, 30/05/2024
010260020.35.108.016538
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2024 წლის 29 მაისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 16/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 161 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 161. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

1. მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობისა და მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი (შემდგომ – ოფიცერი), რომელიც ექვემდებარება უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერს, საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონმდებლობით.

2. ოფიცრის მიზანია უზრუნველყოს მერიის საქმიანობისა და მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების შესაბამისობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან.

3. ოფიცრის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის მერიაში მონაცემთა დამუშავების პროცესის კონტროლი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების რისკების შეფასებაში მონაწილეობა;

გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა;

დ) მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ინფორმირება მონაცემთა დამუშავების პროცესში მათი მოვალეობების შესახებ და საჭიროებისამებრ, მონაცემთა დაცვის საკითხებზე მათი გადამზადების უზრუნველყოფა;

ე) მონაცემთა სუბიექტის განცხადებებისა და/ან საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა სავალდებულო დოკუმენტაციის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში;

ზ) ფაილური სისტემის კატალოგების წარმოება;

თ) პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და სათანადო რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია