საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4341-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018103
4341-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 03/07/2024
010190020.04.001.018103
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ ცესკომ თავის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“.

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების საფუძველი, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის აღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და სოციალური შეღავათის შემცირების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი ან/და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც შესაძლებელია მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე ზემოხსენებული სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 161 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცესკოს დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული. აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში. ცესკოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ცესკოს ვებგვერდზე უნდა განთავსდეს.“.

6. 2037 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4341-XIVმს-Xმპ