ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016858
133/04
29/05/2024
ვებგვერდი, 31/05/2024
220010000.18.011.016858
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №133/04

2024 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 525 მუხლის მე-6 პუნქტის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა,  ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

3. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 31 დეკემბრიდან.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა




ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში – პროვაიდერი) და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ პროვაიდერებზე და მათ ადმინისტრატორებზე.

3. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ პროვაიდერმა ან/და მისმა ადმინისტრატორმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები.

4. პროვაიდერისთვის ან/და მისი ადმინისტრატორებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი.

5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

6. პროვაიდერისთვის ან/და მისი ადმინისტრატორებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

7. პროვაიდერისთვის ან/და მისი ადმინისტრატორებისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

9. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება, პირს ან/და მის ადმინისტრატორებს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.

მუხლი 2. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, მარეგულირებელი კანონმდებლობის, ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისთვის

1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან  დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ყადაღასთან  მიმართებაში;

ე)  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს პირების/ვირტუალური აქტივის მისამართების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა/ვირტუალური აქტივის მისამართების სიებში, არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის, პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით, არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული  ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის;

ი) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

კ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ლ) ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

მ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) კლიენტებისათვის ანონიმური/ნომრიანი, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე ანგარიშ(ებ)ის გახსნა ან წარმოება, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) მომსახურების გაწევა ისეთი ვირტუალური აქტივით (anonymity-enhanced coin/privacy coin) ან/და ისეთი ტექნოლოგიური მეთოდების/მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ხელს უშლის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ტრანზაქციის და მასში მონაწილე მხარეების შესახებ ინფორმაციის დადგენას და მიკვლევადობას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიაზე (DLT) დაყრდნობით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

პ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაუცემლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ აქვს განხორციელებული/განახლებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება,  გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

რ) შესაბამისობის კონტროლის სისტემა შიდა ინსტრუქციის შესაბამისად არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ს) პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის  შემთხვევაში,  გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ტ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ პირველი მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

უ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრატორის, პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის  თითოეულ ფაქტზე.

 3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა), გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისთვის რისკის მინიჭება/გადაფასება საქართველოს კანონმდებლობის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ) კლიენტთან მიმართებაში პროვაიდერი არ ახორციელებს კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივის წარმომავლობის შესწავლას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) შესაბამისობის კონტროლის სისტემებთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა/პროცედურები) არ შეესაბამება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს,  – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ პოლიტიკა/პროცედურასთან მიმართებაში;

კ) საქმიანი, მათ შორის, საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება/წარმოება  ფინანსური ინსტიტუტის/პროვაიდერის მიმართ კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და წერილობითი მითითებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რესპონდენტ ფინანსურ ინსტიტუტთან/პროვაიდერთან მიმართებაში;

ლ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გაგზავნისას პროვაიდერის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან პროვაიდერის ხელთ არსებული დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და პროვაიდერის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

ო) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

პ) არ ხორციელდება თანამშრომელთა განგრძობითი სწავლება ან სწავლების პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის ან/და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის თანამშრომლებისთვის მიწოდებას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ წარუდგენელ დოკუმენტზე;

რ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ წარუდგენელ დოკუმენტზე;

ს) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული  „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლით გათვალისწინებული სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის მიმართ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის  თითოეულ ფაქტზე;

ტ) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის, მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ)  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული ვირტუალური აქტივის გადაცემის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

გ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

გ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

დ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში -  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიის შესაბამისად:

დ.ა) მეოთხე კატეგორიის საწარმო – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ.ბ) მესამე კატეგორიის საწარმო – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

დ.გ) მეორე კატეგორიის საწარმო – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ.დ) პირველი კატეგორიის საწარმო –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს პროვაიდერის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ბ) ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

გ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორებით დაფიქსირება – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ანონიმური/ნომრიანი, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე ანგარიშის/ანგარიშების გახსნის ან წარმოების ფაქტის განმეორებით დაფიქსირება, თუ პროვაიდერი ამ ფაქტის გამო უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) განმეორებით მომსახურების გაწევა ისეთი ვირტუალური აქტივით (anonymity-enhanced coin/privacy coin) ან/და ისეთი ტექნოლოგიური მეთოდების/მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ხელს უშლის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ტრანზაქციის და მასში მონაწილე მხარეების შესახებ ინფორმაციის დადგენას და მიკვლევადობას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიაზე (DLT) დაყრდნობით, თუ პროვაიდერი ამ ფაქტის გამო უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იგივე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ პროვაიდერი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) განმეორებით იმავე პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ პროვაიდერი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) პროვაიდერს არ აქვს განხორციელებული/განახლებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება, თუ პროვაიდერი უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

6. თუ პროვაიდერის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც პროვაიდერის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა, ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) პროვაიდერისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერი დააჯარიმოს  არაუმეტეს 100,000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. კონკრეტული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისთვის მხედველობაში მიიღება დარღვევის სერიოზულობა ან/და სისტემურობა.