დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შეღავათების დადგენის, მარშრუტის და ტარიფის დამტკიცებისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016539 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/05/2024 - 22/08/2024)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი და ტარიფი, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1.
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს: |
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
|
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
|
გ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანებს; |
დ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს; |
ე)
ა(ა)იპ
– „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს;
|
ვ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
|
|
2.
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით – 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
|
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; |
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. |
| მუხლი 3 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“. |
| მუხლი 4 |
1. წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტისათვის“ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს: |
ა)
ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს“;
|
ბ)
ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს; |
გ)
ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
|
დ)
ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“.
|
| მუხლი 5 |
1.
მგზავრი ვალდებულია რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებით.
|
2.
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განრიგს განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი და ტარიფი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები