დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4236-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470070000.05.001.102277 |
|
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“:
ა) 311 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) 51-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; გ) 205-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
; დ) 208-ე და 209-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ე) 212-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ვ) 241-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. მუხლი 2 1. თუ ამ კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განაჩენი გადასინჯოს საკუთარი ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში. 4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 მაისი 2024 წ. N4236-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები