დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქარათველოს პროკურატურის მუშაკთა ხელფასის ოდენობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 23 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 20/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 21/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.007.806 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.806
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №21
2005 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ხელფასის ოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 23 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ხელფასის ოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 23 მაისის №10 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №63, მუხ. 667) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს საოლქო პროკურატურების მუშაკთა სახელფასო განაკვეთები დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სახელფასო განაკვეთები
საოლქო პროკურატურები
| № | საშტატო ერთეული | ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი |
| 1 | საოლქო პროკურორი | 800 |
| 2 | საოლქო პროკურორის მოადგილე | 750 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 650 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 630 |
| 5 | განყოფილების უფროსი პროკურორი | 620 |
| 6 | განყოფილების პროკურორი | 600 |
| 7 | უფროსი გამომძიებელი | 600 |
| 8 | კანცელარიის უფროსი | 220 |
| 9 | სპეციალისტი | 180 |
| 10 | მძღოლი | 150 |
| 11 | დამლაგებელი | 130 |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გენერალური პროკურორის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ლაცაბიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები