დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016618 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016359) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ზ) მერი უფლებამოსილია მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით მოახდინოს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების დელეგირება, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; მერი მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები