დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016861 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში (www. matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016458) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილება. 2. ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი. 3. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) ქალაქის, მისი ცალკეული ტერიტორიების არქიტექტურის, გამწვანების, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებაში, მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბებასა და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების/დასკვნების წარდგენა;“ 4. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების უფლებამოსილებებია: ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის სანებართვო განყოფილებისა და სივრცითი მართვის განყოფილების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ან/და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ანალიზი, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება; გ) სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, პირველი კლასით გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება; დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება; ე) ქალაქის არქიტექტურულ-ესთეტიკური პარამეტრების, სტრატეგიული განვითარების გეგმების და სხვა სტრატეგიული გეგმების შემუშავების მიზნით შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და სამართლებრივი დახმარების გაწევა; ვ) შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრების და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით, არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება; ზ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა; თ) სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში; ი) სამსახურის წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება; კ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ერთად; ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება; მ) არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის სისტემატიზაციისა და ეფექტურად განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; ო) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამსახურის განყოფილებებთან ურთიერთდახმარების გაწევა; პ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება; ჟ) განყოფილებაში არსებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; რ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები